logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ჩემი გმირი გიწოდე!"-ს კი არ უნდა მღეროდე, არამედ... „ერთ პაწია მედროვეს!”
- +

12 ოქტომბერი. 2021. 22:58

 

სტურუების პერსონალურ საყვედურს რომ დაიმსახურებ, სულ ცოტა, უხერხულად უნდა იგრძნო თავი... ეს შენიშვნა ჩემგან მერაბ სეფაშვილს ეხება. მხოლოდ!!!

 

ერთობ სამწუხაროდ, მისი ქცევა (არა პირველი და, ეტყობა, არც უკანასკნელი) სასაცილო მოვლენა გახდა, სატირალი რომ არ იყოს!

 

არა და არ ვედავები პოლიტიკურ ორიენტაციას -ეს მისი უფლებაა!

 

არც "ერთგულებას"!

 

ჩემდა გასაკვირად, ეს თვისებაც ჰქონია. თუ მის წარსულს გავიხსენებ, ვერ ვამჩნევდი.

 

გავარკვიე კიდეც ამ "ერთგულების" მიზეზიც - მეტისმეტად ნაბიჭვრული  მედროვეობა, კარიერისტული, ვაზელინიანი, "შარდის" თავში ავარდნა...

 

მაგრამ, მაინც...

 

უმადურობა და უსინდისობა, ხალხის სიყვარულისა და ამაგის აბუჩად აგდებაა  საწყენი და.. ეს არ ეპატიება!

 

ბაბუამისი კოლა, ტანმოვარჯიშე "შევარდენიდან" - რაინდი კაცი, გარდაცვლილია. ამიტომ... ჰკითხოს დედამისს, ობიექტურ და კეთილშობილ ქალბატონს, მართალი ვარ თუ არა!

 

 

ინფორმაციისთვის, რუსიკო სტურუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

 

“"გამაგრდი ჩემო მიშა!"... მერაბ სეფაშვილის მიმართვა  მიხეილ სააკაშვილს და ილიას "მესმის, მესმის სანატრელი" წაუკითხა ციხის კარებიდან.

შე თავ-ფუჩეჩიანო სირმანჯო, რა გიქნა ამისთანა და რა გაქვს მიქარული ცხოვრებაში ამის ფასი, რომ იმ ნაძირალამ ნამუსზე ხელი აგაღებინა.

სირცხვილით საერთოდ როგორ გამოდიხარ ქუჩაში ჰა?!

მარტო ლექსი რას მიქვია, "ჩემი გმირი გიწოდე"-ს სიმღერა არ დაგავიწყდეს... გაუხარდება ბიჭს და თამრიკო ჭოხონელიძეც წაიყოლე ხელმკლავით, თავისი მაცაცოიანად!”

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner