logo_geo
eng_logo
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სუზანა ამადორს შეხვდა
- +

12 ოქტომბერი. 2021. 23:32

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საქართველო-პორტუგალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე, პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სუზანა ამადორს შეხვდნენ.

 

მხარეებმა, საქართველო-პორტუგალიას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხში მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კონტაქტების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას 2022 წელს საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიების დასაგეგმად, რომლის მიზანიც საქართველოსა და პორტუგალიას შორის შემდგომი სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

 

სუზანა ამადორმა მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოსთვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner