logo_geo
eng_logo
მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
- +

13 ოქტომბერი. 2021. 00:01

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

პენტაგონში აცხადებენ, რომ მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე ეწვევა უკრაინასა და საქართველოს.

 

„თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირას ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ევროპული ტურნე კი ბრიუსელში დასრულდება, სადაც თავდაცვის მდივანი ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

პენტაგონში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner