logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა სიკვდილის მანქანა შექმნა და რა ფასი აქვს სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის წამებაზეა აგებული?
- +

13 ოქტომბერი. 2021. 01:03

 

“დღეს მე ვისმენ გამართლებას, რომ სააკაშვილმა ეს ყველაფერი პირადად არ გაუკეთებია. როგორ არა, მან შექმნა საშინელი სისტემა, რომელიც ადამიანებს ანადგურებდა”, - ამის შესახებ დამოუკიდებელემა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

 

“ორგანიზაცია, რომელიც ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლებთან მუშაობს, შესული იყო ციხეებში. იცით რა დღეში იყვნენ ფსიქოლოგები, რომლებმაც იქ არაერთი ადამიანის ისტორია მოისმინეს? ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ ადამიანებს, ფსიქოლოგიურად ტეხდნენ. ერთ-ერთი პოლიტიკოსი გუშინ სააკაშვილს დასავლეთის ვარსკვლავად მოიხსენიებდა. ამ დასავლეთის ეგრეთწოდებულმა ვარსკვლავმა სიკვდილის მანქანა შექმნა და რა ფასი აქვს სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის წამებაზეა აგებული?“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner