“ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ - აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა”, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ამაზე ვინ უნდა იდავოს? ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ - აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა. ანგარიშსწორებას ველოდები, მაგრამ არა იმას, რომ წიხლებით გავეთელე და თავის ქალა დამსხვრეული მქონოდა. წინასწარი ვიცოდი, რომ რაღაცას მიპირებდნენ. ეს მოხდა დღის პირველ საათზე, ელიავას ბაზრობის წინ, რათა ყველას დაენახა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევთ, ყველას უარესი მოუვა. ეს იყო მათი ამოცანა. ეს იყო მხოლოდ დაშინება. ამის შემდეგ დაიწყო ტერორი, ბიზნესმენების დაშინება და ქონების წართმევა. მე წავედი ვილნიუსში, იმიტომ რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. 4,5 ლიტრი წყალი მქონდა ფილტვში და ვითიშებოდი, მდგომარეობიდან უკვე ვეღარ გამომიყვანდნენ. 2 საათი გავჩერდით აეროპორტში, ჩემთვის რომ ექიმებს ფილტვიდან წყალი ამოეღოთ. 2 საათის დაგვიანების შემთხვევაში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“, - აცხადებს ვალერი გელაშვილი.