“ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე ვამაყობ ამით, მაგრამ ეს არ მალაპარაკებს. მე კონკრეტიკას მოვიყვან – ირაკლი არის ძლიერი ხელისუფალი, ძლიერი პოლიტიკური ალღოს მქონე ფიგურა, პროფესიონალი და ძალიან ბევრი რამე შემიძლია ამ ადამიანის გარშემო ვილაპარაკო. ძალიან ძლიერი ფიგურაა და თავისთავად ცხადია, რომ მათთვის ეს წინაღობაა. ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, გიორგი ლილუაშვილის – აი, ამ ადამიანების თანამდებობაზე ყოფნა მათთვის წინაღობაა. რატომ არ იღებდნენ ხმას, როდესაც გამოქლიავებული გიორგი კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი?! იმიტომ, რომ აწყობდათ, ასეთი ტიპაჟი მათთვის მისაღები იყო”, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გამოცემა for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ირაკლი არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წარმატებების თითქმის 80% ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის მერე, უკავშირდება ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდს. ძლიერი და კარგი მენეჯერია! ძლიერი და კარგი პოლიტიკოსია! შესაბამისად, მათთვის ამ სამი ადამიანის სადავეებთან ყოფნა წინაღობაა და თავისთავად ცხადია, რომ ყოველთვის იქნებიან აგრესიის ობიექტები. აბა, დავნიშნოთ ქემოკლიძე, საბანაძე და ვიღაც ასეთი ფიგურები გახარიას რომ ჰყავს, კი ბატონო, ეგეთები აწყობთ. ძლიერი ხალხი ხელისუფლების სათავეში შენს ოპონენტს რანაირად უნდა მოეწონოს! ამიტომ, ყოველთვის იქნება ეს ჭორები, რომ მიდის, ხსნიან და ა.შ.”, - განაცხადა გამსახურდიამ.