logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: კონკრეტული ადამიანები, დიდი ჯვრებით, ავაზაკთა ბანდის გვერდით დგებიან და კბლებით იცავენ მკვლელსა და სამშობლოს გამყიდველს - მიხეილ სააკაშვილს
- +

13 ოქტომბერი. 2021. 02:15

 

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“ჩემი პასუხი მეუფე ნიკოლოზს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მეუფეებიც შეუერთდნენ. არ მიკვირს, რადგან კრიტიკულ მომენტში, ყოველთვის ასეა - კონკრეტული ადამიანები, დიდი  ჯვრებით, ავაზაკთა ბანდის გვერდით დგებიან და კბლებით იცავენ მკვლელსა და სამშობლოს გამყიდველს - მიხეილ სააკაშვილს. შარშანაც, გარეჯის ამბები რომ იყო,  იგივე მოხდა - მეუფეები: გრიგოლი, მელქისედეკი,  ვახტანგი და სხვა სასულიერო პირები, მკერდით გადაეფარნენ მოღალატეებს, ხოლო მეუფე ნიკოლოზმა არც მწვადი დაწვა, არც შამფური. ასე კარგად იმიტომ მახსოვს, რომ ამეშალა ნერვები და 14 ოქტომბერს პოსტი დავდე, კომენტარებში მოვიტანე მამაჩემის სიტყვებიც, სადაც „სააკაშვილის ხალხში“ მოიხსენიებდა  მეუფე ნიკოლოზსაც. მერე ვინანე  და აქამდე განვიცდიდი, - 20 წელი გავიდა, ჩვენი მრწამსი იმითაა უნიკალური, რომ უკანასკნელ დაცემულსაც აძლევს საშუალებას წმინდანად მოკვდეს, ვინ გეკითხება, სად ყოფ ცხვირს-მეთქი.

ჰოდა, რატომ ვწერე ამდენი - კიდევ ერთი დასტური, რომ გურამ შარაძე ვისაც ბეჭედს დაასვამდა, წყალი არ გაუვიდოდა, ხოლო ჩემთვის, მამაჩემის მიმართ დამოკიდებულება იყო, არის და იქნება უტყუარი ტესტი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამათუ იმ ადამიანს საქმისადმი, რომელსაც გურამ შარაძე ემსახურებოდა და შეეწირა კიდეც.

 

გუშინ, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა:

"მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ცუდია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ზის. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ შემწყანარებლობა, უნდა დავიწყოთ საუბარი და ამას უნდა მოჰყვეს შერიგება, სიძულვილის ენა უნდა ამოვიღოთ. პირველი პირების ციხეში მოთავსება არასწორი პრაქტიკაა. ამ ქვეყანაში. პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამიტომ მოვაწერე ხელი პეტიციას".

 

ჩემი პასუხი მეუფე ნიკოლოზს:

ნამდვილად ცუდია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ზის, თუმცა იმაზე ცუდია, რომ არამზადას, თქვენ რომ პრეზიდენტს უწოდებთ, შერჩეს ამდენი სისხლი, წამება, სამშობლოს გაყიდვა და ტერიტორიების გაჩუქება;

ადამიანები არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მაშინ ვისწავლი შემწყნარებლობას, როდესაც ჩემი ოჯახის ამომწყვეტი და ჩემი სამშობლოს გამყიდველი, სულ მცირე, მოინანიებს ჩადენილ უამრავ დანაშაულს;

მაშინ დავიწყებ შერიგებასა და სიძულვილის ენის დავიწყებაზე ფიქრს,  როდესაც მამაჩემის მკვლელები და მისი ბანდა-მიმდევრები იგივეს გააკეთებენ;

ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, როდესაც თქვენ, მეუფე, ამხელა კაცი მკვლელებს, მწამებელ-გამაუპატიურებლებსა და სამშობლოს გამყიდველებს  კი არ დაიცავთ, არამედ, აღიარებისა და სინანულისკენ მოუწოდებთ, სულ მცირე, დაარწმუნებთ, რომ დაანებონ საქართველოს და ქართველ ხალხს თავი, ნუ უწყობენ ყოველდღიურ ჯოჯოხეთსა და მორალურ ტერორს. რაც მთავარია, ეკლესიას რომ თავზე გამხობენ, ამაზე ააღებინებთ ხელს;

პრაქტიკას რაც შეეხება, სწორედ რომ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკაში ერთხელ და სამუდამოდ - ნებისმიერი, ვინც სამშობლოს გაყიდის და ადამიანებს დახოცავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე!”, - წერს შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner