“გაოცებული ვარ იმით, რომ მეორე ტური დასჭირდა ჩვენს ქვეყანას იმ ძალასთან, რომელსაც სააკაშვილის ბრბო და რეჟიმი წარმოადგენს”, - ამის შესახებ ია მეტრეველმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ საზოგადოებას მოუწოდა არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი რა მისცენ.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, მეორე ტური ახლოვდება და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი არ მივიდა {არჩევნებზე}, იმიტომ რომ ეგონათ, „ოცნება“ გაიმარჯვებდა, ეტყობა დაეზარათ და არ მივიდნენ და ეს შედეგი ამიტომ დაიდო. მინდა ვისარგებლო ეთერით და საზოგადოებას ვთხოვო: ნუ დაივიწყებთ, ადამიანებო, იმას, რა რეჟიმში ვცხოვრობდით, ის ჯოჯოხეთი, რაც გამოვიარეთ და ნუ მისცემთ მათ საშუალებას, რომ რაღაც შანსი კიდევ მიეცეთ“, - განაცხადა მეტრეველმა.