logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: კიდევ ერთი 13 ოქტომბერი დადგა. 32 წლის წინ ამაღლდა ეს დიდი ადამიანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზუსტად გასაყარზე
- +

13 ოქტომბერი. 2021. 02:42

 

კიდევ ერთი 13 ოქტომბერი დადგა. 32 წლის წინ ამაღლდა ეს დიდი ადამიანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზუსტად გასაყარზე. ეს იყო ეპოქების გასაყარიც.... მეგობრის გვერდზე მერაბის ეს ლექსი შემხვდა. შეეფერება დღევანდელობას.

*

მზე გადაიხარა...

ალბათ მოშუღართა იქნება შერიგება,

შურისგების

არც ერთი მისხალი

სისხლის არიდება!

ჩადგება ქარიშხალი

დარჩება...

მხოლოდ გარინდება.

ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება

შეწყდება სიკვდილი,

შეწყდება, დაბადება,

ცდომილთა დუნე სიარული,

ყოველივე,

სიბრძნეც კი განქარდება

დარჩება...

მხოლოდ სიყვარული.

აღარც აქა და აღარც იქა,

არც საიქიოს, არც სააქაოს...

და რომ განმართლდეს ძველი იგავი

ან ნურსად იქნები,

ან ყველგან იყავი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner