logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ირაკლი ღარიბაშვილის აქტივობამ, მისმა ხედვებმა და ამ ხედვების რეალიზებამ, საქართველო ჯერ რეგიონში, ხოლო შემდეგ ძლიერ საერთაშორისო მოთამაშედ აქცია
- +

13 ოქტომბერი. 2021. 02:44

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

“ირაკლი ღარიბაშვილი რომ აგრესიული ლიბერალების მუდმივი თავის ტკივილია, არახალია.

ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს, მისი თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი (საიას ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის მომავალი პირველი ვიცე-სპიკერი. იყო საუბრები მის პრეზიდენტობაზეც. უბრალოდ ასაკმა არ შეუწყო ხელი) მას ეპისტოლარულად დაუპირისპირდა ღარიბაშვილის მხრიდან ქორწინების საკითხის მკაფიო განმარტების გამო (არ ვიცი უბრალო დამთხვევაა, თუ არა, მაგრამ ცოტა ხანში ჩუგოშვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა, ღარიბაშვილი კი გადადგა).

ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო აგრესიული ლიბერალების დარტყმის ქვეშ. მას ებრძოდნენ აბსოლუტურად ყველა მხრიდან. დაწყებული ევროპაში გაგზავნილი რაპორტებით, დამთავრებული მდაბიო იუმორესკებით.

ამ ტიპებმა ვერ გათვალეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა ქმედება, ყველა განცხადება იყო ქართული და სახელმწიფოებრივი. იყო ის, რისი დანახვაც და მოსმენაც მოსახლეობას, დიახ მოსახლეობას და არა თავს მოხვეულ თანამედროვე ამირებს, ფაშებს, ხანებს და ცეკას მეორე მდივნებს სურდათ.

მე პირადად ვიცი ღარიბაშვილის წვლილი ტყიბულში ეკლესიის აღდგენაში იმ დროს, როცა სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა.

დღეს ე.წ კრიტიკული მედია პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს ხისტი გამოთქმებისთვის და ცხადია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აქტივობამ, მისმა ხედვებმა და ამ ხედვების რეალიზებამ, საქართველო ჯერ რეგიონში, ხოლო შემდეგ ძლიერ საერთაშორისო მოთამაშედ აქცია. ღარიბაშვილმა გააკეთა ის, რასაც 30 წელი ხალხი ელოდა. მან თქვა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას და სხვას არავის.

მოკლედ რომ ვთქვა, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი და ვიღაც ტურების წკავწკავი ვერაფერს დააკლებს”, – წერს გაბრიჭიძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner