სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს უკრაინისგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ოფიციალურად ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს, თანამდებობის პირს აკავებენ, უნდა მივიდეს კონსული და მოინახულოს, როგორც მოინახულა. ერთხელ იყო თუ არ ვცდები და გარკვეული წინადადებები რომ გამოითქვას იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის მოქალაქეც არის დაკავებული, ბუნებრივია. თუმცა ასევე ბუნებრივია, რომ ჩვენც ვკითხოთ ასეთ დროს, მაღალი თანამდებობის პირმა რატომ გადაწყვიტა, რატომ გაბედა და დაარღვია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს კანონებიც და რატომ შემოვიდა არალეგალურად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სუბარმა.