logo_geo
eng_logo
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსში დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო
- +

13 ოქტომბერი. 2021. 10:17

 

ტბელ აბუსერიძის 9-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი.

 

მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში. მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner