პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.
ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა.
გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა ჩანიშნული.