logo_geo
eng_logo
პარლამენტის კომიტეტებში დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
- +

13 ოქტომბერი. 2021. 10:19

 

პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.

 

ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა.

 

გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner