logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: „ნაცმოძრაობის“ დროს ციხე კი არა, ჯოჯოხეთი იყო
- +

13 ოქტომბერი. 2021. 12:53

 

 

 

„ქართულ ოცნებას“ ადამიანის ღირსება არასდროს შეურაცხუყოფია“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

 

„ყველაფერზე ლაპარაკობენ გარდა ციხის პირობებისა. სხვათაშორის, მანდ სხედან ადამიანები, რომლებმაც იციან, რა ციხე ჰქონდა მიშას და „ნაციონალურ მოძრაობას“". ეს ციხე კი არ იყო, ეს იყო ჯოჯოხეთი. ეგ იყო მანქანა, რომელიც ამტვრევდა ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვინც ცოცხალი ვერ გამოდიოდა, აუცილებლად ღირსებაშელახული ან ისეთი ნაცემი გამოდიოდა, რომ წლების შემდეგ, ეს ყველაფერი გადასდიოდა სერიოზულ ავადმყოფობაში. „ქართულ ოცნებას“ ადამიანის ღირსება არასდროს შეურაცხუყოფია. ის მანქანა ზუსტადაც რომ ღირსების შელახვაზე იყო ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner