logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საზღვრის უკანონო კვეთა რომ ისჯება და პოლიტიკურში ვერ გავა, ხომ უნდა გესმოდეთ?!
- +

13 ოქტომბერი. 2021. 13:19

 

 

 

ანალიტიკოსი ამირა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნისანის“ ყოფილი პრეზიდენტი კარლოს გონი იაპონიიდან(!) მუსიკალური ინსტრუმენტების ყუთში დამალული გაიპარა.

 

მხოლოდ ერთუჯრედიან პრიმიტივს ჰგონია ასეთი ქმედება გმირობა და მხოლოდ ღირებულებებისგან დაცლილს შეიძლება მოსწონდეს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოლახვა.

 

ფაქტია ის, რომ ჩაბარებას არ აპირებდა.

 

ფაქტია ის, რომ დააკავეს და ზის.

 

როგორ დააკავეს, როდის დააკავეს, სად ისეირნა, მხოლოდ ფან-კლუბისთვისაა მნიშვნელოვანი.

 

ფაქტია ისიც, რომ პირდაპირ მაგიდასთან დაადგნენ თავზე ისე, რომ არც გაუგია.

 

როგორც ამბობთ, თუ ასე გათვალა ყველაფერი, ერთი „შნირი“ მაინც დაეყენებინა „შუხერზე“ და ისეთი ბინა შეერჩია, სახურავზე ასაძრომიც რომ ჰქონოდა?!

 

ამ პრიმიტივით, რომლითაც, თქვენი ჭკუით, სახელმწიფო ინსტიტუტებს დასცინით, მხოლოდ საკუთარ თავს იმშვიდებთ და, მთავარი, ცდილობთ, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები და დამატებით წარდგენილ ბრალეულობები გადაფაროთ.

 

ძველ დანაშაულებს რომ შევეშვათ, საზღვრის უკანონო კვეთა რომ ისჯება და პოლიტიკურში ვერ გავა, ხომ უნდა გესმოდეთ?!

 

ამასთან, ძველ დანაშაულებს კიდევ ერთხელ რომ შევეშვათ, რომლებსაც უარყოფს, საზღვრის უკანონო კვეთასაც არ ინანიებს და პარტიული მედიის მეშვეობით, აქეთ იწვევს საზოგადოებას. მეტიც, ბუნტისკენ მოუწოდებს მომხრეებს.

 

ვინც ამ ყველაფერს ტაშს უკრავთ, ადრეც დავწერე, მორალურად ჩამდენებზე უარესები ხართ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner