-
+
13 ოქტომბერი. 2021. 13:22
„პროკურატურას მივმართავ განცხადებით, დაიწყონ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით! დაჰკითხონ სააკაშვილიცა და ქვეყნის სხვა მოღალატეებიც!“ - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძის სამხარეო რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„11 დღეა უკვე, ქვეყნის მოღალატე ციხეშია და რას ედავებიან, ბოლომდე ჯერ არავინ იცის! პროკურატურას მივმართავ განცხადებით, დაიწყონ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით! დაჰკითხონ სააკაშვილიცა და ქვეყნის სხვა მოღალატეებიც! კითხვები თუ არ აქვთ, მე ვუკარნახებ… მაგრამ, ამ კითხვების პასუხი არის ერთი - დამნაშავეა სააკაშვილი! სამშობლო გამიყიდა სააკაშვილმა! დაჰკითხონ სააკაშვილი და გასცეს ამ კითხვებს პასუხი:
- შეხვდა თუ არა პუტინს 2006 წლის 13 ივნისს სოჭში და ზღვაში გასულებმა პირისპირ ილაპარაკეს თუ არა და კოდორის გადაცემის პირობა დაუდო თუ არა?!
- ერთ თვეში კოდორზე ლაშქრობა ფსბ-სთან ერთობლივად ჩაატარა თუ არა?!
- რატომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 73-ემუხლი და შემდეგ კი მე-100 მუხლი და რატომ შეიყვანა კონსტიტუციის უხეში დარღვევით საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობაში მოსკოვის 1994 წლის საერთაშორისო ოთხმხრივი შეთანხმების დარღვევით, სამშობლოს დამცველთა გასანადგურებლად?!
- რატომ იღებდნენ ამ ოპერაციაში ჩეჩენი ტერორისტები მონაწილეობას და ვისი ინიციატივა იყო მათი იქ ყოფნა - ირაკლი ალასანიასი თუ ოქრუაშვილის?!
- 2008 წელს რატომ გასცა ბრძანება კოდორში მთელი შეიარაღების დატოვების და კოდორის (დალის) ხეობის უბრძოლველად დათმობის?!
- რატომ გაუგრძელა 2008 წლის 28 ივლისს სამშვიდობოებს მანდატი 6 თვით?! თუ 8-ში კონსტიტუციურ წესრიგის აღდგენას აპირებდა?!
- რატომ ჩამოაგდებინა ქართული ვერტმფრენი დუშეთის ტერიტორიაზე 2006 წელს?!
ვფიქრობ, ეს კითხვები საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად!“ - განაცხად ემზარ კვიციანმა.