logo_geo
eng_logo
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით, კომპანიებმა დახმარების სურვილი გამოთქვეს
- +

13 ოქტომბერი. 2021. 14:24

 

 

ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა, სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვეს.

 

უკვე გახსნილია შესაბამისი ანგარიში:

 მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

 მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

 ბანკის კოდი: TRESGE22

 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693271

დანიშნულება: ბათუმის ტრაგედიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებისთვის იქნება მიმართული.

 

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23 ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები.

 

დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner