logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: საარჩევნო მარათონზე ბოკერია ჯერჯერობით სააკაშვილს ყველა საკითხში უგებს
- +

27 ივლისი. 2016. 18:24


„სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ პრემიერად სწორედ ის დასახელებულიყო. ბოკერიამ აქაც თავისი გაიტანა", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებაში ბოკერიამ გაიმარჯვა და ჯერჯერობით, საარჩევნო მარათონში ბოკერია სააკაშვილს ყველა საკითხში უგებს.


„ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებაში ბოკერიამ, შეიძლება ითქვას, გაიმარჯვა.  საარჩევნო მარათონზე გიგა ჯერჯერობით მიშას ყველა საკითხში უგებს. სხვებისგან განსხვავებით, ბოკერია არ დაეთანხმა სანდრა რულოვსის ნაციონალების პირველი ნომრად ჩაწერას. ამ პოზიციებზე მან დავით ბაქრაძე დაალობირა. საარჩევნო სიის პირველი ათეულიც სწორედ მან შეადგინა... სააკაშვილმა პარტია ვერც პრემიერად მის წარდგენაზე დაითანხმა. როცა მიშას პრემიერობაზე ვსაუბრობთ, რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ჩრდილოვან კაბინეტს, რომლის პრეზენტაციასაც „ნაციონალური მოძრაობა" სულ მალე მოახდენს და ამ კაბინეტში სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ პრემიერად სწორედ ის დასახელებულიყო. ბოკერიამ აქაც თავისი გაიტანა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ამ პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში ბოკერიას ფავორიტი..." - წერს „პრაიმტაიმი".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner