logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოჰყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების
- +

13 ოქტომბერი. 2021. 15:58

 

 

ექსპერტი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის მიერ 8 მილიონის გაფლანგვის საქმეს ეხმაურება და მიმდინარე პროცესს ლუსტრაციას უწოდებს.

 

მისი თქმით, რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოჰყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების.

 

„სასწაული ლუსტრაციის პროცესი მიდის... წლების განმავლობაში ვინ იყო და რჩება მიშას ორბიტაზე ყველა შიშვლდება... განსაკუთრებით ნიშანდობლივია 8 მილიონის გაფლანგვის საქმე, სადაც არა მხოლოდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ფლანგავდა სახელმწიფო თანხებს, არამედ ერში თუ ბერში თბილად მოკალათებული პერსონები. რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოჰყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების. მიდით ბატონო მუქთახორებო! რაც მალე განიძარცვებით, მით უკეთესი... მეგისა ქარდავას ებარებოდეთ“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner