მოსკოვიდან დაბრუნებულმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა, რომ რუსი კოლეგები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი პარტია ახალ პარლამენტში სოლიდურად იქნება წარმოდგენილი.
„თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, პირველ-მეორე ადგილებს ჩვენ და „ქართული ოცნება" დავიკავებთ. მიმდევრობას ვერ გეტყვით, მაგრამ პირველი-მეორე ადგილები ჩვენი და „ოცნების" იქნება.
მოკლედ, კოალიციური მთავრობა შეიქმნება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებს, რადგან „ოცნება" ხელისუფლების ერთპიროვნულად დაკომპლექტებას ვერ შეძლებს", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.