logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა
- +

13 ოქტომბერი. 2021. 18:45

 

 

მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე პროკურატურამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების ცნობით, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და „ტელეიმედის“ საქმეებზე მტკიცებულებები საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

 

პროკურორის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ არაერთი ქვეყნის გავლენიანი პირები.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებისთვის, ეს მტკიცებულებები გადაეცათ მოწვეულ ექსპერტებს, მათ დეტალურად შეისწავლეს და დასკვნაში ერთხმად ჩამოაყალიბეს, რომ საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. დასკვნაში ასე აღნიშნულია, რომ საქმე მაღალპროფესიონალურ დონეზეა გამოძიებული ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, - განმარტავს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner