logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ამ ქვეყანაში 15 ოქტომბერიც დადგება და ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილი იქნება ისევ №12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
- +

13 ოქტომბერი. 2021. 19:30

 

 

„ამ ქვეყანაში 15 ოქტომბერიც დაგება და ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილი იქნება ისევ №12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის მიტინგიც დაიშლება საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ ხვალ იქნება მოკლე მიტინგი“, - განაცხადა რადიო „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

 

პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება არ არის სახალხო აღშფოთების საგანი, რადგან მის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი ორ საქმეზე.

 

„ეს რომ ყოფილიყო სახალხო აღტკინების საკითხი, ჩვენ ვიხილავდით მის მომხრეებს პარლამენტის შენობასთან, ვიხილავდით იგივე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ პარლამენტთან იქნება ეს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან და ვფიქრობ, რომ ეს სწორია და კარგიც არის. პირველ რიგში, ეს არის საკითხი სასჯელის გარდაუვალობის. ის რომ არსებობს ორი საქმე - გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, მის წინააღმდეგ არის სამი ინსტანციის მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი. მორჩა, მისი გასაჩივრება აღარ ხდება, დასრულებულია ეს საკითხი. გამოტანილია განაჩენები და არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეს განაჩენები არის სამართლიანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner