logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს ხვდება
- +

13 ოქტომბერი. 2021. 20:23

 

 

იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ომბუდსმენს და ჯანდაცვის მინისტრს ხვდება. უწყების ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალური გადაწყვეტილებები მიიღება.

 

მსჯავრდებულისა და ბრალდებულის შესახებ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი იწყება.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით კი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყო.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner