logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე
- +

13 ოქტომბერი. 2021. 21:48

 

 

„დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთმანეთს საჭიროებისამებრ რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგის განხორციელება ეთხოვა.

 

„ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც დღეს უკვე შეკრიბა და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner