საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურს მისამართით რამე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რა ფორმატით იმუშავებენ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია
„ამ მონაცემებით, საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ რამე ბრალდება იყოს წაყენებული, ან რამე საყვედური ითქვას პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ყველა სტანდარტი და უფლება, რაც არის მოქმედი კანონდებლობით და თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული, დაცულია და რამე საპირისპიროს დასაბუთების საფუძველი ობიექტურად არ მოიპოვება. შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.