„სტრასბურგის სასამართლოს განაჩენიც სწორედ ამას მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი, მთელი სახელმწიფო აპარატი და სასამართლო, მოქმედებდნენ შეხმატკბილებულად, რომ ამ საქმეზე სამართალი არ დამდგარიყო“, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოყვანა შეუძლიათ მხოლოდ უსინდისო ადამიანებს. მხოლოდ მათ, ვისი ცხოვრებაც აგებულია ყველაფრის გაყალბებაზე და ფიქრობენ მხოლოდ ძალაუფლებაზე“, - აღნიშნა გოგი ენუქიძემ.