logo_geo
eng_logo
თამაზ გაიაშვილი: სააკაშვილის მმართველობის დროს ქართული ბიზნესი პრაქტიკულად სულს ღაფავდა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 01:53

 

 

 

„სააკაშვილის მმართველობის დროს ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება იყო: უცხოელი ინვესტორი ინვესტორია, რომელმაც სიტყვაზე ბიზნესში 1 მილიონი ჩადო, ქართველს რომ 100 მილიონი ჩაედო, საჭიროდ არ თვლიდნენ, რომ მას დახმარებოდნენ“, -ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა.

 

„ქართული ბიზნების მიმართ დამოკიდებულება იყო ძალიან ცუდი: ქართული ბიზნესი პრაქტიკულად სულს ღაფავდა. სააკაშვილმა კიდევ ერთი დანაშაული რაც ჩაიდინა, იყო ის, რომ მან განაცხადა, 50 წელს ზემოთ ადამიანებს თანამდებობებზე არ უნდა ემუშავათ. სახელმწიფო სამსახურებიდან ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დაითხოვეს და ამით დიდი ზიანი მიადგა ქვეყანას“, - განაცხადა გაიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner