„მე იმ ხალხს მინდა ვუთხრა, მათ შვილებს, ცოლებს, დებს, ხვალ რომ მიდიან და რაღაცას აპროტესტებენ, თუ იმის ვაჟკაცობა და ქალობა გაქვთ, უყურეთ ბუტა რობაქიძის დედას, გირგვლიანის მამას, უყურეთ, რაც მაშინ ხდებოდა: ორმილიონნახევრიან ქვეყანაში 300 000 პატიმარი იყო - გამაგებინეთ, ამის პატიება როგორ შეიძლება?“ - ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ხალხო, გუშინწინ იყო ეს! 9 წელიც ვერ მოვერიეთ იმ უბედურებას, რაც მათ დათესეს. არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ვის ემსახურებოდა, მაგრამ ის არის ავადმყოფი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს“, - განაცადა ქეთი დოლიძემ.