logo_geo
eng_logo
თათია მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს უკვე სია ედოთ მაგიდაზე, ვინ უნდა დაეჭირათ და ამ სიაში პირველ ადგილას იყო სულხან მოლაშვილი
- +

14 ოქტომბერი. 2021. 02:14

 

 

„მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს უკვე სია ედოთ მაგიდაზე, ვინ უნდა დაეჭირათ და ამ სიაში პირველ ადგილას იყო სულხანი. სულხანის თანამშრომელი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, ბოკერია და მან მოიტანა ამბავი, რომ თქვენ სიაში ხართ“, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმრის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2004 წელს მას წავკისში სახლში აყიდინეს, რომელიც მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფოს გადაუფორმა, თუმცა პირობა არ შესრულებულა.

 

„სულხანი მეუბნებოდა, რომ ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა, რაგან მერე ჩემს თავს დავადანაშაულებდი“, - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner