logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: გამახსენდა, 2009 წლის 15 ივნისს, ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები...
- +

14 ოქტომბერი. 2021. 02:53

 

 

„საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება, რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს!“, - ამის შესახებ დაჩი ცაგურია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ეხლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც დღეს არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არსებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, თავი მქონდა რამოდენიმე ადგილას ცემისგან გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომბუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა.

 

ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკასდ სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს... ამის შემდე საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს!

არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო. დიახაც "უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო" გამიმეორა რამოდენიმეჯერ... ეხლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის?

საპაიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალი ხომ არ დაავიწყდა?“, - წერს ცაგურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner