„ხალხის ფულის მოპარვა არცერთი ქვეყნის ლიდერს შერჩა არც საფრანგეთში, არც იტალიაში, არც ისრაელში და არც სააკაშვილსა და მის უტიფარ ახლო გარემოცვასაც შერჩება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მსჯავრდებული/ბრალდებული სააკაშვილის მიმართ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ექს-პრეზიდენტის გარდა, ხალხის ფულს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც უსინდისოდ იყენებდნენ.
მხოლოდ პიჯაკებზე და გოგირდის აბანოს ხარჯებზე ქილიკი კი ახასიათებთ ნაცსექტის იმ მიმდევრებს, რომლებიც ინტელექტუალური დიაპაზონით არაფრით განსხვავდებიან კოლექტიური ეკა კვესიტაძეებისა და თენგო გოგოტიშვილებისგან.
ხალხის ფულის მოპარვა არცერთი ქვეყნის ლიდერს შერჩა არც საფრანგეთში, არც იტალიაში, არც ისრაელში და არც სააკაშვილსა და მის უტიფარ ახლო გარემოცვასაც შერჩება“, - წერს აბაშიძე.