ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერას არ აპირებს.
„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტობრივად გაუქმდება და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. სამართლიანობა თუ არ იქნება, მხოლოდ წყალობა არ არის ის, რაც არის სიკეთე. რაც შეეხება სააკაშვილს, პოლიტიკურ აფერისტებსა და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ. [პეტიციაზე ხელმოწერას] არ ვაპირებ და არ მოვაწერ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. ამასთან, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ პეტიციას ხელს მოაწერს.