logo_geo
eng_logo
ნათია ბერიძე: მიშა პრეზიდენტი იყო თუ პროპკა, რომ არ სცოდნოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში?!
- +

14 ოქტომბერი. 2021. 13:47

 

„რატომ სისხლი არ გეყინებათ, როცა იმ ბიჭების ისტორიას ისმენთ, მუცლებს რომ იფატრავდნენ ციხეში და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, რომ გაუპატიურებას გადარჩენილიყვნენ?! რანაირად გძინავთ მშვიდად ღამე, როცა საკნებში რიგ-რიგობით მძინარე პატიმრების ისტორიები იცით?!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უბრალოდ, ერთიანად მოგმართავთ, ვისაც მიშაზე ლოცვა გაქვთ დაწყებული - არ იცოდა სააკაშვილმაო, პოლიტპატიმარი უდანაშაულოაო, როდემდე?! რამდენი?! მურუსიძეს და ჩინჩალაძეს თუ არა, სტრასბურგსაც არ ენდობით?! სტრასბურგს თუ არა, მეზობელი არ გყავთ?! ნათესავი?! ამხანაგი?! მათგან მაინც არ მოგისმენიათ, რა გადახდათ თავს?! როგორი რეჟიმი იყო?! ქართული ფაშიზმი, დიახ!

 

თქვენ როგორ გისურვოთ იგივე, რაც ამ ოჯახებმა გაიარეს! უშუალოდ სააკაშვილის მითითებით არ მიიყვანეს სიკვდილის პირას ვალერი გელაშვილი?! კობა დავითაშვილი?! მიშა პრეზიდენტი იყო თუ პროპკა, რომ არ სცოდნოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში?! თავად არ hყვიროდა, არ დაინდოთ, ესროლეთ, ნულოვანი  ტოლერანტობაო?! სად ცხოვრობთ?! როგორ სუნთქავთ სირცხვილით იმ ჰაერს, რასაც სულხან მოლაშვილის მამა სუნთქავს? როგორ დადიხართ იმ მიწაზე, სადაც გია კრიალაშვილი და 160 უდანაშაულო ბიჭი ჩაცხრილეს და მიწა არ გეცლებათ ფეხქვეშ?! რატომ არ გიჟდებით, შვილმკვდარი დედების გოდება რომ გესმით?! კარგია ციხეში მარტო ფეხი-ფეხზე გადადება?! კარგია ასი მნახველი დღეში?! აბა, მოლაშვილის მამას ჰკითხეთ, რამდენ ხანში ერთხელ ნახულობდა შვილს ციხეში, რომელსაც უწამებდნენ?! აბა, ჰკითხეთ  ვაზაგაშვილების ოჯახს, როგორ ენატრებათ შვილის სუნთქვა, ახლა გიული ალასანია რომ წარამარა ტელეფონით ისმენს და მშვიდად ვარო?! სული რატომ არ გეწვით?!  გუშინ რომ მოინახულეს მიშა შვილებმა,  ერთხელ მაინც იკითხეთ, გია კრიალაშვილის შვილებს როგორ ენატრებათ მამა?!  როგორ ხორცები არ გეწვით, როცა დათო ცინდელიანის დედას უყურებთ, როგორ გლოვობს თევზების საჯიჯგნად ლოდმობმული შვილის ზღვაში გადაგდებულ გვამს?!

 

რატომ სისხლი არ გეყინებათ, როცა იმ ბიჭების ისტორიას ისმენთ, მუცლებს რომ იფატრავდნენ ციხეში და სისხლის გუბეებს აყენებდნენ, რომ გაუპატიურებას გადარჩენილიყვნენ?! რანაირად გძინავთ მშვიდად ღამე, როცა საკნებში რიგრიგობით მძინარე პატიმრების ისტორიები იცით?!

 

 ადამიანობა სად დაკარგეთ?! თანაგრძნობა თუ არ გამოგდით, გაჩუმდით მაინც, თორემ ნაწამები, გაუბედურებული ხალხი თქვენზე ბევრად მეტია და ჯვარი გწერიათ, რომ ისინი ფეხზე დადგნენ საკუთარი უბედურებებისთვის პასუხის მოსათხოვად, მართლა ჯვარი გწერიათ,  აქ თქვენ და იქ, ციხეში,  სასწორზე შემომდგარ სააკაშვილს!“ - წერს ნათია ბერიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner