ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, რომელიც ნიურნბერგის მახლობლად მდებარეობს, დევნილთა მიმღები ცენტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება აღნიშნული ცენტრიდან 200 მეტრში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ჩანთა, რომელშიც ბალონი იყო მოთავსებული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველები რამდენიმე არაბული გარეგნობის პირზე საუბრობენ, რომლებიც იმ მხრიდან გარბოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა.
აფეთქების შემდეგ პოლიციამ ცირნდორფში სპეცოპერაცია დაიწყო.