logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს
- +

14 ოქტომბერი. 2021. 15:07

 

„მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი დღეს, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს როგორც გამოხატვის უფლებას, ასევე კანონის დაცვის თავისუფლებას.

 

„ამის დასტური არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და ამავდროულად საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომ, თუ ვინმეს აქციის გამართვა უნდა, კანონის ფარგლებში, რასაკვირველია, ეს მათი უფლებაა. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება როგორც გამოხატვის უფლება, ასევე კანონის დაცვის თავისუფლება. ვინც ამის დარღვევას შეეცდება, სამართლებრივი სახელმწიფოს რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner