logo_geo
eng_logo
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

27 ივლისი. 2016. 19:37


თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.


მათ შორის 10 ათასი სამხედროა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ ტელეკომპანია CNN Turk- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


უფლებადამცველი ორგანიზაცია  Amnesty International -ი ამბოხში ეჭვმიტანილების წამებაზე საუბრობს. ორგანიზაციის მტკიცებით, დაკავებულებს წყლისა და საკვების გარეშე ამყოფებენ და სცემენ.


უფლებადამცველები სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ. თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორულად უარყოფს.


სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 16 ივლისს მოხდა. ხელისუფლების მონაცემებით, ამბოხის დროს დაიღუპა 246 ადამიანი, 2185 კი დაშავდა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დააკავეს ან თანამდებობიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner