logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 17:22

 

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა.

 

აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. საუბარი შეეხოს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციას, რომელსაც ამძაფრებს და ზრდის „ფეიკ ნიუსები“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე. უმაღლესმა კომისარმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner