logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მცდარი განცდა აქვთ, რომ საქართველოში ისევ 2003 წელია და შეუძლიათ იგივე სცენარები გაიმეორონ, არ გამოვა ეს ამბავი
- +

14 ოქტომბერი. 2021. 18:48

 

 

„სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ იქნებ რაღაცნაირად გაემხნევებინა მოსალოდნელი წარუმატებლობის წინ საკუთარი ამომრჩეველი, რათა მერე კიდევ რაღაც პერიოდი შანსი აღარ ექნებოდა დესტაბილიზაციის“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, არ უთქვამს საზოგადოების უმრავლესობას, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად სააკაშვილი უნდა იყოს.

 

„სამწუხაროდ, მცდარი განცდა აქვთ, რომ საქართველოში ისევ დგას 2003 წელი და შეუძლიათ იგივე სცენარები გაიმეორონ, არ გამოვა ეს ამბავი. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ განწყობა რომ ასეთი აქვთ, ეს ცალსახაა. დამაჯერებლობა უნდა შეეძინა, რომ ვითომ რაღაც მეტი შეუძლია აქ ჩამოსულ სააკაშვილს ან შეუძლია მაგალითად, ისაუბროს სახელმწიფო დაწესებულებების ჩამოშლაზე. სხვათა შორის, ეს ამ პოლიტიკური პარტიის დიდი ხნის ჩანაფიქრია. ხომ არ დაგავიწყდათ მელიას სრულიად არარელევანტური მოქმედება, როდესაც სამაჯური მოიხსნა და სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას გამომწვევად გადმოუგდო. საზოგადოებას მოუწოდებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც რეალურად არასაკმარისია ხელისუფლებაში მოსასვლელად. არასაკმარისი მხარდაჭერის პირობებში მაინც შეაძლებინებს ხელისუფლებაში მოსვლას. ეს უკანონოა, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. არ უთქვამს საზოგადოების უმრავლესობას, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად სააკაშვილი უნდა იყოს. არ უთქვამს ასეთი რამ და ამის საპირისპიროდ ცდილობენ, რომ ეს ძალმომრეობით ჩაანაცვლონ, მაგრამ ეს განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner