logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა ნორმების დაცვით განხორციელდეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 18:50

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ამ წუთას საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებული და არაარგუმენტირებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ყურადღება უნდა მოდუნდეს.

 

„რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ზედმიწევნით, აკურატულად, ზუსტად, ყველა სტანდარტისა და ნორმების დაცვით განხორციელდეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც შესაბამისი პროტოკოლითა და ნორმებითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner