„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ამ წუთას საფრთხეებზე საუბარი გადაჭარბებული და არაარგუმენტირებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ყურადღება უნდა მოდუნდეს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ზედმიწევნით, აკურატულად, ზუსტად, ყველა სტანდარტისა და ნორმების დაცვით განხორციელდეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც შესაბამისი პროტოკოლითა და ნორმებითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.