ეს არის სრული სიუცრუე და იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას.
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პირადად პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე აკონტროლებს ვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.