ექსპერტი სოსო მანჯავიძე, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 10-12 ათასი ადამიანია.
„თავისუფლების მოედნის ფართობი შეადგენს 10,111 კვადრატულ მეტრს. ყველანი ვხედავთ, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანზე მეტი არ დგას. სამართალდამცველებთან და სუსის თანამშრომლებთან ერთად მომიტინგეთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10- 12 ათას ადამიანს
მართალია, 10000 ადამიანი ფეიკნიუსების ქარხნებისთვის ათჯერ მეტია, მაგრამ ჩვენ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ“, - წერს მანჯავიძე facebook-ზე.