logo_geo
eng_logo
ილია მეორე: არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ
- +

14 ოქტომბერი. 2021. 19:43

 

 

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე იხსენებს 2008 წლის 8 აგვისტოს: 

 

„გორი იყო მკვდარი ქალაქი. ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში. ეს იყო დიდი ნუგეში ჩვენი მღვდელმთავრისთვის რომელიც იქ იყო. შესვლისას, როცა შევდიოდით ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა და იქ იჯდა მამაკაცი საჭესთან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ ისე იჯდა. გავაჩერებინე და ვიკითხე, ნახეთ, ხომ არაფერი უჭირს. თურმე ყოფილა მკვდარი. გარდაცვალებული და ისევე გახევებული იყო საჭესთან“.

 

ეს იყო მძიმე დღეები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლა ჩვენთვის სნაიპერს.

 

ჩვენ, წამოვიყვანეთ 7 მიცვალებული. მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოვიყვანეთ. მინდორში რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალიან მძიმე სურათი იყო.

 

და, ეს ომი… ომი რომ დაიწყო… მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის“.

 

2017 წელი, 8 აგვისტო

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner