ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მტრის ტყვიით განგმირული შენი სულიერი შვილი მთავარსარდალმა რომ მიატოვა, მატლდასეულ გვამებს შენი სულიერი ძმა, აკანკალებული ხელებით, აცრემლებული თვალებით და გულგაჩერებული რომ ეზიდებოდა იმ მშობლიური მიწიდან, მთავარსარდალმა ქვის გროვა რომ უწოდა...
ამ გაჭირვების ჟამს საკუთარი ტყავი რომ დაიცავი და ხმა არ ამოგიღია (თუ თქვი, ან იმ მიტოვებულ ვაჟკაცებს დასტიროდი, მთლად უარესი შენთვის), ახლა როგორ მეუბნები სააკაშვილი ციხიდან გამოვიყვანოთ, სულ სხვანაირი იქნება და ქვეყანას ააშენებსო?
იმ უწვერულვაშო ბიჭს ვინ გაუცოცხლებს დედას, შენმა ბელადმა ცოცხლად რომ დამარხა?
იმ სისხლით გაპოხილ მიწას ვინ დააბრუნებს?
„გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს, სავაჭრო სახლად" (იოანეს სახარება, თავი მეორე)“, - წერს დარეჯან მეფარიშვილი.