logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს...ჰოდა იქნებ გამოიტანონ დასკვნები ოპოზიციაში?
- +

14 ოქტომბერი. 2021. 20:18

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

,,აქციების დატოლება როდის უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში?

ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს...

ჰოდა იქნებ გამოიტანონ დასკვნები ოპოზიციაში? ერთი ორი პარტია მგონი აზრზე მოდის, ვგულისხმობ "ლელოს" და "ევსაქებს", რომ ქუჩაში დგომით პოლიტიკური მიზნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, საჭიროა ამომრჩეველთან მუშაობა და არა ლოზუნგების სროლა.

რატომ ვტრიალებთ 30 წელია ერთ წრეზე და ვერ მოვიშალეთ "ჯოს, ჯოს" ძახილი? შეიკრიბა დღევანდელი აქცია და მერე რა?

ისევ ახალი აქციისათვის მზადება დაიწყება და ერთ წრეზე ტრიალი...’’ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner