„მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ., 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია - აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი“, - პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მოკლედ!!!!.... ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება:
ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი...))))
ისე, მაინც დაგიწერთ:
10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი... (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5... ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)...
წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!
მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“, - წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ის გვერდზე.