logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სად არის 100 000 ერთგული მიშისტი? ცოტა ეჭვებიც გამიჩნდა, ან ფული აღარ აქვთ იმდენი, ან სულაც ლიდერებმა მოტეხეს
- +

14 ოქტომბერი. 2021. 21:23

 

 

„სად არის 100 000 ერთგული მიშისტი?! ისე ცოტა ეჭვებიც გამიჩნდა, ან ფული აღარ აქვთ იმდენი ან სულაც ლიდერებმა მოტეხეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს და ცოტა (ან სულაც ბევრი) თუ დაგვრჩება ცუდი არ იქნებაო?!“ - წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, აქციაზე, რომელიც ქვეყნის შეზანზარებით ემუქრებოდა მთელ საქართველოსა და ლამის სააკაშვილის ციხიდან უპირობო გამოშვებით იმუქრებოდა - სინამდვილეში, სადღაც 10 000-მა კაცმა მოიყარა თავი.

 

„აქციაზე, რომელიც ქვეყნის შეზანზარებით ემუქრებოდა მთელ საქართველოს, აქციაზე რომელიც ლამის სააკაშვილის ციხიდან უპირობო გამოშვებით იმუქრებოდა - სინამდვილეში, სადღაც 10 000 კაცმა მოიყარა თავი. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც თუ სადმე მხარდამჭერი ჰყავდათ, ყველა ჩამოიყვანეს. ახლა რამდენი ხანი ემზადებოდნენ?! სად არის 100 000 ( ასი ათასი) ერთგული მიშისტი?! ისე ცოტა ეჭვებიც გამიჩნდა, ან ფული აღარ აქვთ იმდენი, ან სულაც ლიდერებმა მოტეხეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს და ცოტა(ან სულაც ბევრი) თუ დაგვრჩება ცუდი არ იქნებაო?! ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ და აქციის ფული რომ მოეტეხათ გაუჭირდებოდათ? თან სააკაშვილს მაინც არაფერი არ ეშველება და“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner