logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სპილოს აქლემი შეჰყვარებია და პარლამენტში ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს!
- +

14 ოქტომბერი. 2021. 22:21

 

 

სპილოს აქლემი შეჰყვარებია და პარლამენტში ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს!

 

გაგიგიათ ასეთი რამ? არადა, თურმე, მართლა...

 

სულ მგონია, რომ ასეთი ფაქტებით ეს "უსაქმური" ევროპელები, "მახათით ხელში"...  ჩვენ "გვაგიჟებენ"...

 

ან, გვეხუმრებიან...

 

შესაძლოა, დაგვცინიან კიდეც...

 

ანდა, პირიქით, პირში გვახლიან "მწარეს"... იმ ბალტიისპირელი დეპუტატის წამოყრანტალების არ იყოს, ნუ დაგვღალეთო:

 

-თქვენი კინკლაობით... -დაპირისპირებით...

 

-ერთმანეთთან ჩხუბით...

 

-ლანძღვა-გინებით...

 

-ამერიკის თუ ევროსტრუქტურებში ენატანიობით...

 

-ჩაშვებებით...

 

-წუწუნით...

 

-წამოროშვებით...

 

-მეზობლებთან მუშტის ქნევით...

 

-მათხოვრობით...

 

ერთი სიტყვით, თუ თქვენ არ გინდათ ჩვენსავით დატკბეთ ბედნიერი ცხოვრებით, ამ სურვილს თავზე ვერ მოგახვევთო...

 

ჩვენ ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს... აგერ, სპილოს აქლემი შეყვარებია და პარლამენტმა უნდა განიხილოს მათი მეგობრობის დაფინანსების საკითხიო...

 

"დავიგრუზე": "ჭკუა" აქვთ ახლა მათ, ან,  "სინდის-ნამუსი"?!

 

სულ არ ადარდებთ აი იმ მრგვალ ნაყოფიას აირჩევენ სენაკის მერად თუ მამა მელიას-ზუგდიდში...

 

არც ის ადარდებთ, რას იბჟუტურებენ მოჩერჩეტო კანდელაკი... ან, ქამარში ლივერგაყრილი ოთოია ბრიყვი... ან, როგორ კითხულობდა ბავშვობაში ლექსებს მეტიჩარა და ენატლიკინა მაჭუტაძე... არც ის, როდის და სად მოვა ჩვენ გადასარჩენად ბეხლეწი გუგავა... ან, რას ბოდავს სულით გახრწნილი ხუზმიაშვილი... რას წივის და კივის უტიფარი "პუბლიცისტკა"... ან, როგორ უკირკიტებს და "აბლოკინებს" აქაურ ფეისბუკ-გვერდებს ჩამშვები პრიმიტივი - "პრეზერვატივების პრინცესა" და... 

 

და ვინ იცის, კიდევ რამდენი კლოუნია პოლიტ- საპარლამენტო თუ საზოგადოებრივ პოდიუმზე?!

 

სამაგიეროდ, ეს კარგად  იცის  და უკრავს მათ ტ ა შ ს, ჩვენი  კ უ კ უ რ ი !!!!

 

ცნობისთვის: დანიის პარლამენტში, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი , რომ ანგარიში ჩააბაროს დეპუტატებს თუ რატომ იყიდა აქლემი (უკვე შეთანხმებულ) 4 სპილოსთან ერთად...

თურმე რა ხდება - დანიაში იყიდეს ბოლო 4 ცირკის სპილო იმისათვის, რომ ისინი ცირკში აღარ გამოვიდნენ (ამაზე კანონი მიუღიათ) და ბედნიერი სიბერე ჰქონდეთ.

მაგრამ, ამავდროულად უყიდიათ აქლემიც, (სახელად ალი) რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული და არამიზნობრივი ხარჯი იყო.

დანიის პრემიერ-მინისტრმა ახსნა, რომ აქლემი ერთ-ერთი სპილოს საუკეთესო მეგობარი იყო და მათი დაშორება არ შეიძლებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner