logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ოჰ, ეს სანატრელი ხინკალი და... ხინკლის კუჭები?
- +

14 ოქტომბერი. 2021. 23:51

 

ტელევიზიებში ტრიალებს ვიდეოჩანაწერები ცნობილი ხალხმრავალი მიტინგიდან.

 

თემას და არსს არ შევეხები - პატიმრობის თემა ერთობ ფაქიზია, ანუ, დღევანდელი "ჟარგონით" - ნამეტნავად სენსიტიური...

 

რამდენიმე პასაჟი დარჩება მეხსიერებაში.

 

ერთი განსაკუთრებით: მიშა შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და ქოცებს დარჩებათ... ხინკლის კუჭებიო!..

 

სუპერ მხატვრული სახეა. სუპერ მეტაფორა. დიდი ფანტაზიის ნაყოფი. ჭეშმარიტი ინტელექტუალის ფრაზა... თანაც, დრო, ადგილი და ფორმაა ზუსტად(!), მოხდენილად(!), ადექვტურად(!) შერჩეული. აშკარად სჩანს პროფესიული ჟურნალისტური განათლება (მე-6 კორპუსი), გამოცდილება(იბერია-ტვ) და ორატორული ნიჭიერება("კმარაში" შეძენილი).

ბრავო!

 

ადრე, არც თუ დიდი ხნის წინ, ამ "გენიალობის" ავტორი ადრესატს საჯაროდ და მოურიდებლად უწოდებდა "ჟანგიანს" (უფრო უარეს თიკუნსაც).

 

ახლა - გმირიაო! სამაგალითო! თავგანწირული!

 

არ დაუკონკრეტებია, თორემ ისე "გააწმინდანა", აშკარად ცოტნე დადიანს გულისხმობდა. მით უმეტეს, პირდაპირ ფაზისიდან იყო მიტინგზე ჩამოსული.

 

არ მახსოვს, სულხან საბას ლექსიკონში სიტყვა "გოიმი" განმარტებულია თუ არა? ან, "ქაჯობა"!.. ან, "პრიმიტივი"?.. ან, "ბოდვა"...

 

ისე, ყველაზე ზუსტად ასეთი "მოვლენის" თუ ასეთ ფაქტის შემოქმედზე, ბრძენი ნოდარ დუმბაძე ამბობდა: შუბლზე ძარღვგაწყვეტილიაო!

 

...აფსუს, რა მასალაა საანალიზოდ! უწინარესად, ფსიქოლოგებისთვის და... იუმორისტებისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner